ცელსიუსი – გათბობა გაგრილების კომპანიაა, რომელიც არისტონით და სხვა წამყვანი ბრენდით გვანებივრებს ბაზარზე. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ კონდიციონერის ახალი ბრენდ CHIQ – ექსკლუზივობით წარსდგა.
“ცელსიუსი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი, როგორც საცალო, ასევე საბითუმო და კორპორატიული მიმართულებით. დასაქმებული ჰყავს 120 ზე მეტი თანამშრომელი თბილისსა და რეგიონებში.
დღეს გადავწყვიტეთ თელავის ფილიალზე გესაუბროთ და კითხვებით ცელსიუსის თელავის ფილიალის მენეჯერს, დავით კასრელიშვილს მივმართეთ:
–დავით, მოგვიყევით თქვენს შესახებ. რამდენი ხანია რაც ცელსიუსში ხართ და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
–ჩემი პირველი ნაბიჯები 18 წლის ასაკში მზარეულის პოზიცით დაიწყო. ძალიან საინტერესო და მეგობრული გარემოში. პირველი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. საწყისი ეტაპისთვის გამოცდილება და სამუშაო რეჟიმის შეგრძნება სწორედ აქ მივიღე. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლიდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, სადაც განვითარება მინდოდა და უფრო მეტს ვთხოვდი თავს.
ამ დროს თელავში გამოჩნდა გათბობა-გაგრილების კომპანია „ ცელსიუსი“, რომელმაც შანსი მომცა დამეწყო მუშაობა კონსულტანტის პოზიციაზე. ჩემმა მონდომებამ და მიზნებისკენ სწრაფვამ მიმიყვანა იქამდე, რომ დღეს სწორედ ფილიალის მენეჯერი ვარ.
სამი წელი გახდება მალე რაც ვმუშაობ ცელსიუსში, სადაც კომფორტული და მეგობრული გარემოა. პროფესიონალთა გუნდი, რომელთანაც არასამუშაო დროსაც დიდ დროს ვატარებ და შეიძლება ითქვას მეგობრები ვართ. ამ ადამიანებთან ურთიერთობით, საკმაოდ ბევრი ვისწავლე მიმდინარე პერიოდში, როგორც გაყიდვების მხრივ, ასევე მომსახურების და სერვისის კუთხით.
–გვითხარით თქვენი გუნდის შესახებ, რამდენი ადამიანია დასაქმებული თელავში.
–ამჟამად ოთხი ადამიანით არის ჩვენი პატარა გუნდი წარმოდგენილი ქ.თელავში. მე დავითი კასრელშვილი ფილიალის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერები: გიორგი მაისურაძე და გიორგი ქევხიშვილი და ჩვენი „დედა-დიასახლისი“- ეთერი უმიკაშვილი.
–რა არის ის, რაც თელავს გამოარჩევს ცელსიუსის სხვა ფილიალებისგან ?
–რთულია თქვა სხვა ფილიალებისგან რით გამოვირჩევით… ფილიალებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ვთვლი, რომ ყველა მენეჯერი და თითოეული მაღაზიის თანამშრომელი არის პროფესიონალი.
–თუ თანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან და როგორია მოთხოვნა ამ მიმართულებით.
–დიახ, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან, მაღაზიებთან, სადაც ჩვენ პროდუქციას ვუკეთებთ რეალიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ვართ იტალიური ბრენდ ”ARISTON”-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ენერგოეფექტურობით. ხარისხიდან გამომდინარე ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების კომპანიებთან. ამ ეტაპზე ერთ-ერთ დიდ სამშენებლო კომპანიასთან დავიწყეთ დიდი პროექტი, რომელიც .ქ.თელავში საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს.
ამასთან ერთად „ცელსიუსი“ მუდმივად ანებივრებს მომხმარებელს სხვადასხვა აქციებით. ამ ეტაპზე კონდიციონერებსა და გათბობის ქვაბებზე დიდი ფასდაკლებები გვაქვს.
–რა რჩევებს მისცემდით მომხმარებელს? თუ გაქვთ ისეთი შემოთავაზებები, აქციები რაც მომხმარებლისთვის საჩუქარია და რის გამოც თქვენზე უნდა გააკეთონ არჩევანი.
–მომხმარებელს ვურჩევდი, როდესაც პროდუქციის შეძენას გადაწყვეტს, ბრენდს და მწარმოებელ კომპანიას მიაქციოს ყურადღება. კარგად გაიაროს საგარანტიო პირობები, მომსახურების თუ ოფიციალური სერვისის საკითხი, რომ მომავალში პრობლემები არ შეექმნას რამე დეტალის შეძენისას. ერთს დავამატებ, ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან კარგი აქცია, რაც ძველი (დაზიანებული) ქვაბის ჩანაცვლებას მოიცავს ახალი ქვაბით. ეს დიდ დანაზოგს გაუკეთებს თქვენს ჯიბეს.
იმედია ამომწურავად გიპასუხეთ.
გელოდებით თელავში, ვარდოშვილის 10 ნომერში.
კომენტარები