ალიას ესაუბრება დავით ქებულაძე, “ცელსიუსის” ქუთაისის ფილიალის მენეჯერი.
ბევრჯერ გვისაუბრია ცელსიუსზე ჩვენს რუბრიკებში. გეცოდინებათ, რომ ცელსიუსი გათბობა-გაგრილების კომპანიაა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი. გამონაკლისი არც ქუთაისია. გადავწყვიტეთ ქუთაისის ფილიალი ახლოდან გაგვეცნო და ჭავჭავაძის 62-ში ვესტუმრეთ.
-დავით, გაგვეცანით და გვითხარით თქვენს შესახებ. როგორ მოხვდით კომპანია ცელსიუსში და რატომ ცელსიუსი?
-დავით ქებულაძე, დაბადებული 1988 წელს ქალაქ ქუთაისში, მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირებაში. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი სამშენებლო, სარემონტო და გათბობა – კონდიცირების ქსელურ მარკეტებში, როგორც კორპორატიული, ასევე საცალო ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე. მაქვს დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება ამ სექტორში.
ცელსიუსი ქუთაისში 2021 წლიდან არის, მის ხელმძღვანელობასთან მაკავშირებდა საქმიანი თანამშრომლობა წარსულში, ამიტომ როცა ქუთაისში გადაწყვიტეს ფილიალის გახსნა, დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს მათ გუნდში შემოსვლა. რათქმაუნდა, ეს შემოთავაზება სასიხარულო და საპასუხმისმგებლო იყო. ამასთან, მათი ბიზნეს პოლიტიკა, თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება და ის პროდუქცია, რომელიც არის სანდო და ხარისხიანი, რომელმაც წლებია თავისი სიტყვა თქვა მსოფლიო და ქართულ ბაზარზე და რომლის რეალიზაციასაც ახდენს ცელსიუსი, ჩემთვის მისაღები იყო. ამიტომ სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება.
-როგორია ცელსიუსის მომხმარებელი ქუთაისში. რომელი ბრენდებია წარმოდგენილი.
-მიუხედავად იმისა, რომ 2 წელიც არაა გასული, რაც ქუთაისში ფილიალი გაიხსნა, ცელსიუსს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს მომხმარებლების. მოვიცავთ იმერეთის რეგიონს სრულად ყველა მიმართულებით: ეს იქნება სადისტრიბუციო, საცალო თუ კორპორატიული. ჩვენს ფილიალში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები როგორიცაა, Ariston, CHIQ, warmhouse, Vanward, dab, kas, tiemme, vox, vesbo, akog.
-რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა გათბობის ქვაბის არჩევისას?
-მე ყოველთვის ვამბობ, რომ გათბობის სისტემა ეს არის მათემატიკური ამოცანა, რომელიც სწორად უნდა გამოიყვანო. ბევრი დეტალია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს მაგ: ფართის მდებარეობა, სიმაღლე, კედლების სისქე და დათბუნება, ვიტრაჟების და კარ-ფანჯრების რაოდენობა, აქვს მნიშვნელობა სართულსაც კი. რაც შეეხება ქვაბს, რა თქმა უნდა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტების მქონე აპარატზე, რომელიც იქნება სრულიად უსაფრთხო და ექნება ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა (4-5 წელი და მეტი), ეკონომიური. რაიმე ხარვეზის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მისი სერვისი და ნაწილები გონივრულ ვადებში.
–კონდიციონერებზე გვითხარით ერთი ორი სიტყვა, რა ბრენდები გაქვთ ?
-2023 წელს ჩვენ გავხდით CHIQ -ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენ გვაქვს 30 დან – 80 კვმ ზომის კონდენციონერები, როგორც ON/OFF , ასევე ინვერტერ სისტემა. სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად აქვს დამატებით ისეთი ფუნქციები როგორიცაა: თვითწმენდა, ნესტისგან დაცვა, ეკო რეჟიმი, ასევე იონაზაციის ფილტრი ბაქტერიებთან საბრძოლველად და wi-fi მხარდაჭერა.
-როგორ ემსახურებით მომხმარებელს და რამდენად კარგი უკუკავშირი მოდის მათგან.
-ჩვენთან მოსულ ყველა მომხმარებელს ვემსახურებით ინდივიდუალურად და ვთავაზობთ მომსახურეობის სრულ სერვისს. რაც მოიცავს დაგეგმვას, ობიქტებზე ტექნიკური ჯგუფების გაგზავნას, პროდუქციის მიწოდებას, შესრულებას, შესრულების მონიტორინგს, და იმ საგარატიო პირობების პირნათლად შესრულებას, რომელიც წინასწარ გაწერილია და შეთანხმებულია. და რა თქმა უნდა, ასეთ დაგეგვმის სისტემას აქვს დადებითი უკუკავშირი.
-რამე რჩევას ხომ არ მოგვცემდით.
-ყველას გისურვებთ რომ გააკეთოთ კარგი და სწორი არჩევანი, რაც მთავარია შეიძინოთ სანდო, უსაფრთხო და დროში გამოცდილი პროდუქცია.
კომენტარები