,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლირთქიფანიძე:
,,ჯერ სახლიდან მოიტაცეს, შემდეგ სასტიკად აწამეს, დაულეწეს ძვლები, სახსრები და ბოლოს ორმოცი ტყვია დაახალეს, აქედან 28 გულმკერდის არეში დააჭედეს…
არ მისცეს საშუალება სასამართლოს წინაშე დაეცვა თავისი სიმართლე.
წლების განმავლობაში ტანჯვასა და ვაებაში ამყოფეს მისი ოჯახი. ხმას არ აღებინებდნენ, დევნიდნენ, ატერორებდნენ, ახლობლებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევდნენ, საარსებო წყაროებს უსპობდნენ… ტელევიზიით გამოდიოდნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ოჯახის გარდაცვლილ უფროსს მოღალატედ და ბარიგად აცხადებდნენ.
და დღეს უკვე გარდაცვლილზე ძალადობენ, საფლავში აფურთხებენ… რომ კითხოთ დემოკრატები და ლიბერალები არიან… საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანის (თუნდაც დამნაშავის) წამებას და დახვრეტას დასაშვებად მიიჩნევენ.
დავით დარჩიაშვილი არის ნაცების მორალური სახე – ავადმყოფი, რომელსაც სინანულის გრძნობა არ აქვს, თავისი ბანდის წევრების დანაშაულს დანაშაულად არ აღიქვამს და გარდაცვლილის შეურაცხყოფა, გარდაცვლილზე სიტყვიერი ძალადობა სიამოვნებას ანიჭებს.
P.S. შემირცხვენია ის მთავრობა, რომელიც საქმეების გამოძიებას ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ იწყებს.”
,,შავაძის დაღუპვის ამბავზე ორი ვერსიაა” – რას წერს დავით დარჩიაშვილი
კომენტარები