დავით დარჩიაშვილის ფეისბუქ-პოსტის გარშემო კომენტარები არ წყდება. ამჯერად, დარჩიაშვილი დაჩი ცაგურიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც მას ნაძირალა უწოდა:
,,Dachi Tsaguria გავიგე, ნაძირალას მეძახი და ჩემი პოსტის შინაარსს ამახინჯებ. არც ამ პოსტის, რომელიც 2008 წელს როინ შავაძის მკვლელობას ეხება, ვერ თუ არგაგება მიკვირს შენგან და არც უზრდელობა, რადგან ვირისგან წიხლი არ უნდა მეწყინოს. რაც შეეხება ჩემი პოსტის შინაარსს: მე არ ვიცი, რა მოხდა 2008 წლის 16 აგვისტოს. არის ორი ვერსია – თანამშრომლობდა ის რუსულ გრუ-სთან და ამის გამო მოკლეს ჯერაც მიმდინარე საომარ ვითარებაში, თუ არ თანამშრომლობდა და პოლიტიკური მიზეზით გაუსწორდა ვიღაც. ამ მეორე ვერსიას შენ ავითარებ და მეუბნები, რომ ეს “მთელმა ბათუმმა იცის”. და როგორ დაგიჯერო სიტყვაზე შენ, რომელიც ხელისუფლებაში ტყუილების საფუძველზე მოხვედი? არ მკითხო, რა ტყუილებით – ცოცხის დადგმით, ოპონენტებისათვის ბავშვის მკვლელობის დაბრალებით, უფასო ფულის დაპირებით…აღარ გავაგრძელებ. კიდევ გირგვლიანზე მე მაბრალებ რაღაცას, რომ სვანური საქმის გარჩევის დადგმა მინდოდა. არ ვიცი, რაზე საუბრობ – იქნებ შენს მურუსიძეს უნდოდა? იმაზე რაღა ვთქვა, რომ თურმე მილიონიან კონტრაქტებს ვდებ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისაგან ჩამოსაცილებლად: გავს შენი ხელისუფლების სტილს – საკუთარი ცოდვები ოპონენტს დააბრალოს. ჩემი ხელისუფლება მართლა ბევრ რამეში ცოდავდა, ჩემო დაჩი, ისევე, როგორც ყველა ქართული ხელისუფლება. მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, არავის უკადრებია.შავაძის საქმე აუცილებლად გაირკვევა – ოჯახისთვისაც და საზოგადოებისათვისაც. და მე პირველი ვიქნები, ვინც აღიარებს, თუ ის სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდება. მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება თქვენს ჯიბის სასამართლოში. მოგვიწევს მოცდა.”
,,შავაძის დაღუპვის ამბავზე ორი ვერსიაა” – რას წერს დავით დარჩიაშვილი
კომენტარები