დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მისი და კოლეგების მიმართ მართული შეტევა მიმდინარეობს.
იმნაძე ავრცელებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას სახელით გახსნილი გვერდის ბმულს და მომხმარებლებს სთხოვს, დაარეპორტონ, რადგან ყალბი გვერდია.
“მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე, გთხოვთ დაარეპორტეთ ეს გვერდი”– წერს პაატა იმნაძე.
ცნობისთვის, ყალბი ფეისბუკ ანაგარიშების შესახებ განცხადება, რამდენიმე დღის წინ მარინა ეზუგბაიამაც გააკეთა.
კომენტარები