“სტუმრების” დახვედრამდე, “მასპინძლები” ტერიტორიიდან გაჰყავთ – რა ხდება ბათუმის პორტში?

 მთავარი არხის ცნობით, ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, სადაც პოლიცია პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა.

“სტუმრებს ვხვდებითო იძახიან პოლიციელები და, როგორც ჩანს, ბულვარს შემოუსაზღვრავენ და ასე დახვდებიან… არ გამიკვირდება, თუ მთელ ბულვარს ჩაკეტავენ, რომ გასასეირნებლად კომფორტი შეუქმნან რუსებს”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენმ-ის წევრმა გია აბულაძემ “ბათუმელებთან”.

ბარიკადები საქართველოს მოქალაქეებისთვის და გადაკეტილი გზები რუსი ტურისტების დასაცავად – ბათუმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი