უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
,,
რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ხოლო ახლა ვუყურებთ დარჩენილი 80% უიარაღო ოკუპაციის მცდელობას.
ეს ბევრად საშინელი და ამაზრზენი პროცესია. ის რაც რუსულმა არმიამ ვერ გააკეთა ომით, დღეს კრემლი ჩვენივე ხელით გვაკეთებინებს.
განსაკუთრებით ვწუხვარ, როდესაც ვუცქერ ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც 2008 წელს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს და დღეს, მათი ძმების და დების მკვლელებისა და მათი ცოლ-შვილის დაცვად დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა.
ეს ამბავი ვერ დასრულდება ისე, როგორც რუსეთს უნდა და ვერც ისე, როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია. ყველაფერი ფულზე არ იყიდება – საქართველოში ასე ყოფილა და ასე იქნება.”
კომენტარები