სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
,,მკაფიოდ იკვეთება კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზნები:
– ტურიზმის და ტურისტული სეზონის საბოტაჟი;
– რუს ტურისტებთან ფიზიკური დაპირისპირება;
– რუსეთის მხრიდან იგივე რეაქციის გამოწვევა, რაც ადრე, კერძოდ ვიზების გაუქმება, სანქციები და სხვა.
თუ ასე არაა, დესტრუქცია კი არ უნდა მოაწყოთ ტურისტულ ქალაქში, სადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, აქცია და პროტესტი გამოუხატეთ ხელისუფლებას.
რუსეთი რომ შირმაა ნაციონალებისთვის, უამრავი ფაქტით დასტურდება. 2-3 წლის წინ ამბობდა სააკაშვილი, როცა ჩვენ დავბრუნდებით ხელისუფლებაში რუსეთთან ხიდების შენებას დავიწყებთო. უკრაინელებს ეუბნებოდა, გეყოფათ ანექსიაზე წუწუნი, ტურიზმი განავითარეთო.
ანუ, თუ სააკაშვილია ხელისუფლებაში, რუსეთიდან ტურისტების მოზიდვა კარგია და თუ ოპოზიციაშია, არა? ლარსზე რომ დახვდა, რატომ არ ეკითხებოდა რუსეთი ოკუპანტი იყო თუ არა? აბა ახლა რატომ ეკითხებით? 145 მლნ რუსი ერთნაირად ფიქრობს.
მართლა რომ აუსრულდეთ ოცნება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, იგივე ახალგაზრდებს დროშებით დააორგანიზებენ ლარსთან, იგივე ტურისტების საზეიმოდ დასახვედრად.
ბათუმელებმა უცქირეთ ამ ფარისეველთა დესტრუქციას გვერდიდან. არ გამოთქვათ თქვენი აზრი. მერე ითვალეთ ცარიელი ნომრები.
ოპოზიციას ჭკუას არ გარიგებთ, უბრალოდ გაგაფრთხილებთ, რომ თავს უარესად იბანძებთ. სჯობს როინ შავაძის თემას დაუბრუნდეთ და საკუთარი ღირებულებები გადააფასოთ. ვერ გადაფარავთ ძიძგილაობით.”
კომენტარები