“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— ერის ისტორიაში დგება დრო და მომენტი ,როდესაც მან ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს —
მაგალითად – წინა საუკუნეში ასეთი მომენტი 2-ჯერ დადგა ქართველი ერის წინაშე
პირველი 1921 წელს,როდესაც მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და 70 წლით დავკარგეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა
მეორედ 1992 წელს,როდესაც საქართველოს მტრებმა კანონიერ პრეზიდენტს შეიარაღებული გადატრიალება მოუწყვეს,ქვეყნის სათავეში მოღალატე-ხუნტა მოიყვანეს და საქართველოს განვითარება 100 წლით უკან დახიეს
სამწუხაროდ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ერს არ აღმოაჩნდა საკმარისი გონიერება და სიმტკიცე,რათა თავიდან აეცილებინა საერთო ეროვნული კატასტროფა
ორივე მომენტში ვერ შევძელით ბეწვის ხიდზე გავლა და უფრსკრულში გადავიჩეხეთ
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას , რომ დღეს ის ისტორიული ეპოქა დადგა ,როდესაც კვლავ მოგვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა
მესმის – ძალიან ძნელია გაიარო ისე , რომ არც ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგო , არც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეექმნას საფრთხე და ამასთანავე მოახლოებული ომი თავიდან აიცილო
დიახ- აბსოლუტური ჭეშმარიტებაა რომ თავმოყვარეობა შელახული,დაბეჩავებული,დამონებული მშვიდობა არავის სურს
ცალსახაა რომ მშვიდობაზე ბევრად დიდი ცნება თავისუფლებაა და მშვიდობას ყველანაირი ფასი ეკარგება,როდესაც თავისუფლებას-დამოუკიდებლობას კარგავ
ამიტომ არის პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად ძნელი – შეინარჩუნოს თვითმყოფადობა-თავისუფლება და მშვიდობა ერთად
თუ ყალბ და ვასალურ მშვიდობას გავყვებით – თავისუფლებასაც დავკარგავთ და მშვიდობასაც
თუ ყალბ პატრიოტიზმს და ომის რიტორიკას ავყვებით – მაშინ ომი და ქვეყნის სრული კატასტროფა გარდაუვალია .ფაქტიურად ერის გენოციდი განხორციელდება და ქართველი ერის არსებობა შეწყდება
როდესაც გააზრებული გაქვს ეს უდიდესი საფრთხეები , რომლის აცილებაც წარმოუდგენლად ძნელია და გადახედავ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს , იმ ხალხს რომლებიც ცდილობენ მმართველობის მოპოვებას – ხვდები რომ მათ ხელში საერთო ეროვნული კატასტროფა და ომი გარდაუვალია
მაგრამ ამავე დროს იმასაც იაზრებ,რომ არსებული მმართველი ელიტის და მახინჯი სისტემის , ყველა რგოლში ჩაბუდებული კონფორმისტების , მშიშრების და აბსოლუტურად უცოდინარების ხელში , დიდი ალბათობით ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – ვასალობა არ აგვცდება
ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ ეროვნულ გამოსავალზე არავინ ფიქრობს და ძალაუფლების მოპოვების ცხოველური ჟინით შეპყრობილნი – ყველა მხარე მზადაა ყველაფერზე წავიდეს , ყველას შეეკრას ძალაუფლების მოსაპოვებლად
წინასწარ ვამბობ,რომ წინ ძალიან ძნელი შემოდგომა და ბევრად უფრო დაძაბული 2024 წელი გველის
ერთადერთი გამოსავალი გონიერი და ქვეყნის მოყვარული ადამიანების ერთობაა, რომელსაც ექნება შანსი რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი და ამავე დროს თავისუფალი
მერწმუნეთ , ძალიან მალე კვლავ დადგება არჩევანი უფლის გზასა და ბარაბა – ავაზაკის გზას შორის – შეცდომა და ბარაბას გზის არჩევა დასასრულია , ხოლო უფლის გზის არჩევა ქვეყნის გადარჩენაა “
კომენტარები