როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 2023 წლის აგვისტო გასულ წლებში დაფიქსირებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით 2-3 გრადუსით უფრო ცხელი იქნება. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული რისკებია გაუწყლოვნება, გადახურება, გულის დაავადებების და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გაუარესება.
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ? – ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების, გადაადგილების პრობლემების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები, ფიზიკურად აქტიური პირები.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პირველი რჩევაა, შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე.
იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ კონდიციონერი სახლში და ვერ ახერხებთ მის შეძენას, ეცადეთ დღისით ამ გზით შეამციროთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები. განსაკუთრებით, მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება, მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
გამომდინარე იქედან, რომ იდეალური ვარიანტი მაინც კონდიციონერია, ჩვენ დავინტერესდით ბაზარზე არსებული კონდიციონერების ფასებით და ბრენდებით. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდია შემოსული, CHIQ, რომელიც კომპანია ცელსიუსის დაკვეთით და ექსკლუზიურად მათთვის შეიქმნა. ფასები სხვა ბრენდებთან შედარებით ხელმისაწვდომია ნამდვილად.
კომპანია ცელსიუსი ამბობს, რომ ბრენდის შექმნისას კომფორტი და ინოვაცია გაითვალისწინა, მაგრამ, ზაფხულის ასეთ ცხელ დღეებში, სახლში ტემპერატურის სწორად გადანაწილება, „თბური ტალღებით“ ჯანმრთელობის გართულების თავიდან აცილების უმთავრესი გზაცაა.
ორი რამ, რაც განსაკუთრებულად მოგვეწონა ამ ბრენდში – პირველი, იონიზაცია – ჰაერის გაწმენდის და სუფთა ჰაერის წარმოქმნის ფუნქია და მეორე, კიდევ უფრო საინტერესო – კონდიციონერს მოყვება მოდემი, რომელიც ვაიფაის მეშვეობით მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილით ხართ დაშორებული სახლს, თუ ოფისს, ტელეფონის აპლიკაციით შეგიძლიათ აკონტროლოთ სახლის თუ ოფისის კონდიცირება. თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში რისკ ჯგუფებში არიან, მათი დაცვა „თბური ტალღებისგან“ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
და თუ თქვენ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი გაქვთ – ფიზიკური სამუშაო გაქვთ, ან სპორტსმენი ხართ, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც გადამწყვეტია, რა ტემპერატურა გხვდებათ სახლში და არის თუ არა ჰაერი გაწმენდილი.
დამატებითი ბონუსია კონდიციონერის ნაწილები, რომლებიც სპილენძითაა დამზადებული და ეს ბრენდს უფრო გამძლეს ხდის.
ბონუსის ბონუსიც აქვს ცელსიუს წელს მომხმარებლისთვის – კონდიციონერის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფართის მიხედვით, სახლის, ბინის მდებარეობის, სახლის იზოლაციის მიხედვით და სხვა ნიშნებით. ამ დეტალებს არ გავშლი, რადგან, კომპანია თავად უშვებს თავის წარმომადგენელს მომხმარებელთან სახლში, სრულიად უსასყიდლოდ, მოხდება სახლის, ბინის შეფასება და საჭირო მონაცემის კონდიციონერის შერჩევა.
არც ის დაგავიწყდეთ, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ კონდიციონერის შეკვეთა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელი დღეების გათვალისწინებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ზაფხულში გრილ და ზამთარში თბილ სახლს.
კომენტარები