ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
,,პოლიციელების და არა მხოლოდ მათი მუქარა კოლექტიური ნაცმოძრაობას წესად ექცა. ემუქრებიან ან პირადი შეტევით, ან ხვალინდელი დღით, ხელისუფლებაში როცა მოვალთ, დაგსჯითო. ხაბეიშვილიც კი იმუქრება.
როგორი დასჯა შეუძლიათ, როინ შავაძის ფაქტია საკმარისი, სხვა ფაქტები რომ არ გავიხსენოთ.
მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ.
ჯერ ერთი, თავისით აღიარებენ, რომ ახლა, როგორც მოქალაქეებს არაფრის უნარი არ აქვთ და მაშინ არიან მაგრები, როცა პოლიციას, უშიშროებას პოლიტიკური მიზნებისთვის და მიუღებელი ხალხის დასასჯელად იყენებდნენ. აღიარებაა.
მეორე. დღევანდელმა პოლიციამ და ხელისუფლებამ რომ გადაწყვიტოს მუქარაზე იგივე მეთოდებით რეაგირება, როგორც ნაციონალები იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, სად მიდიან? პირადი მონაცემები და სხვა ინფორმაციებიც ხომ ხელთ აქვთ?!
ანუ, მოქმედ ხელისუფლებას რომ ემუქრები ხელისუფლებაში მოვალ და დაგსჯიო, მაგარი სიბრიყვეა.
რა თქმა უნდა დღევანდელი პოლიცია ნაციონალების მეთოდებით არ იმოქმედებს. ესაა ერთ-ერთი სხვაობა წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის. ამიტომ იმუქრებიან და ილანძღებიან ასე თამამად.
თუმცა, კანონის ცვლილება მოსაფიქრებელია და ამისათვოს პლებისციტი იქნება საჭირო. წაბილწეს სოციალური ქსელი და საინფორმაციო გარემო მუქარებით, სიძულვილის ენით და ბილწსიტყვაობით.”
კომენტარები