„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომერემ გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.
წულაიას თქმით, მან ის რიტუალი შეასრულა რაც სრულდება საფლავთან. პერფორმანსი კი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.
„როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას როგორც გარდაცვლილს ისე უნდა მივაგოთ პატივი“, – ამბობს გოგი წულაია.
კომენტარები