არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პოლიციელებს სპეციალური ჩაფხუტები დაურიგდათ, რომელთა მეშვეობითაც წუთში 200-მდე ადამიანის ტემპერატურის შემოწმება შეიძლება.
ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, ჩაფხუტი 5 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანების ტემპერატურას ამოწმებს და მაღალი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში განგაშის ხმას გამოსცემს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩაფხუტები ჩინური წარმოებისაა და როგორც „ქეისი ვეარაბლში“ აცხადებენ, კომპანიამ უკვე 1000 მეტი შეკვეთა მიიღო ახლო აღმოსავლეთის, ევროპის და აზიის ქვეყნებიდან.
არაბთა გაერთიანებულ საამიროში კორონავირუსის 8 000 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 50 ფატალური.
კომენტარები