პარტია “საქართველოსთვის” კონსულტაციებს “ქართული ოცნების” ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან მართავს. დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, არ არის გამორიცხული ახალ სახეებს შორის იყვნენ “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები.
ჩვენი პარტია არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან 2024-ის არჩევნებში არ ვერთიანდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, თუნდაც იგივე ყოფილი “ოცნების” მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები თუ დეპუტატები. საზოგადოებას მას შემდეგ გავაცნობთ, რაც მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგები ექნება,“ – ამბობს მიხეილ დაუშვილი.
კომენტარები