საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“ერთ რამეს დავაკვირდი ეს ორი დღეა, ძალიან ბევრი მშობელი გახარებული დებს შვილების გამოცდების შედეგებს და ჰოი საოცრებავ, ჩვენ საყვარელ ბავშვებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში საშუალოდ 45-50 ქულა აქვთ და ინგლისურში 65-68..
მდააა სირცხვილო და თავის მოჭრავ.. წარმოგიდგენიათ ფრანგი, გერმანელი, იტალიელი, ესპანელი, პოლონელი….. მოზარდი, რომელსაც მშობლიურ ენაზე მეტი ქულა უცხო ენაში ჰქონდეთ?
PS. ფრანგები და იტალიელები საერთოდ არ სწავლობენ ინგლისურს და არც ცდილობენ რამენაირად შეეცადონ ამ ენაზე ორი სიტყვა მაინც თქვან.. ისე რო იცოდეთ ეგ ინგლისური ევროპაში ჩამოსულებს, დიდი დიდი ბრიუსელის აეროპორტში გამოგადგეთ და ჰაა ჰაა, ბერლინში.. დანარჩენ ევროპაში არც იოცნებოთ, მაგ ენა სადმე გამოიყენოთ, ან ვინმეს დაჭირდეს.. სამწუხარო რეალობაა მაგრამ ასეა..
ძალიან ცუდია სხვათაშორის რასაც ვუყურებ.. სირცხვილი და მშობლიური ენის დაუფასებლობა.
იცით თუ არა რომზ ზვიად გამსახურდიას, არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ქართულის გარდა არ უსაუბრია. არ იცოდა?.. როგორ გეკადრებათ 7 ენა იცოდა..
ედუარდ შევარდნაძეს არც ერთ ოფიციალურ ვიზიტზე ქართულის გარდა არანაირი სხვა ენა არ გამოუყენებია. იმიტომ რომ, საქართველოს წარმოადგენდა.. რა უბედურებაა მართლა და მართლა ეს?”
კომენტარები