„მთის ამბების“ ინფორმაციით, კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, კიდევ ორი ცხედრის პოვნის შესახებ, სამინისტრომ მათ განუცხადა, რომ ინფორმაციას დაუზუსტებენ.
კომენტარები