“შოვში არის გაცემული მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა,” – ამ ინფორმაციას სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში” ავრცელებს. გოდოლაძის თქმით, მას მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“თქვეს, რომ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებია გაცემული მდინარის ჭალაში, ღვარცოფული მდინარეებია, როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. დააზუსტეთ, რომ შოვში არის გაცემული მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, არ შეიძლება ასეთი ტიპის მშენებლობები. ხომ უნდა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე. არ შეიძლება გამოტანის კონუსში მშენებლობები,“ – ამბობს თეა გოდოლაძე.
კომენტარები