შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ. მამაკაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება:
“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან, მე როგორც ვიცი ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომლებსაც შეუძლია ღამეც ფრენა, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც რომ ვიპოვოთ” – ამბობს ის.
კომენტარები