პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“აგვისტოს ომი იყო, 5 აგვისტოს ღამე, ვიბომბებოდით… გორში ვმუშაობდით, კავთისხევის გავლით შუაღამისას თბილისში საქმეზე ვბრუნდებოდი. იცით იმ “საძულველი და სისხლისმსმელი” ნაცების დროს, კავთისხევში რა ხდებოდაე.წ. პროჟექტორების ნათებაზე საომარ პირობებშიც კი, გზა იგებოდა. ახლა, გვიწევს ე.წ. სახელმწიფოსგან მოსმენა – “ბოდიში ღამეაო”. რა ღამე, რა ვერტმფრენების შეჩერება, რა უსინათლობა, თქვენს კისერზე და უვერტმფრენობაზე 13 ივნისის ღამეა, გუდაურში დაგვიანებული ვერტმფრენით ჩასვლაა, ტყის ხანძრებს აღარ ჩამოვთვლი… ათობით ცხედარია, ასობით ადამიანის ტრაგედია…
ახლა, რაჭაში ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები რომ არიან ნიჩბების ამარა დარჩენილები, ან მათ უსაფრთხოებას რა დამხმარე საშუალებით უზრუნველყობთ, ან ისევ მათ მიერ მიგნებული დაშავებული ადამიანების მედპუნქტში გადაყვანას მაშინ, როცა ყველა გზა ჩახერგილია
საქართველოს მთავრობა ბატ. ბიძინამ რომ ხან გვაჩუქა, ხან – არა ურეკში, Black Sea Arena, აი იქ თქვენთვის რომ “ზვეზდებს” ამღერებთ ხოლმე და სცენას უნათებთ, ზუსტას ისაა ე.წ. პროჟექტორი, ჰოდა, წაიღეთ სტიქიის ადგილზე, გაანათეთ, ადამიანები გადაარჩინეთ, ეს თქვენი მოვალეობაა.
თქვენ კი ქართველი ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერებო, თქვენც საქართველოს მთავრობასთან ერთად მკვლელები ხართ ხმა ამოიღეთ, ომი ხომ არ გინდათ ჰოდა, ამ წუთებში, რაჭაში ომია, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს შესაძლოა, ამ წამშიც კლავს…”
კომენტარები