პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ 15:45 საათზე რაჭაში დაიწყო სტიქია, ცხადია, სამაშველო ოპერაციის დამგეგმავებს/უწყებას გარდაუვლად, უნდა სცოდნოდათ, რომ აუცილებლად დაღამდებოდა ცხადია, ისიც უნდა სცოდნოდათ, რომ ღამის საათებში სამუშაო ხილვადობის სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავთ… რატომ არ გვყავს და მერამდენედ ვდგებით ამ საზარელი რეალობის წინაშე ეს ცალკე საკითხია, თუმცა ახლა, ამ ტრაგედიის დროს, უფრო მნიშვნელოვანი შემდეგია – რატომ არ სთხოვა დახმარება საჭირო ტექნიკით თუ ინვენტარით საქართველოს მთავრობა -მ თურქეთს, აზერბაიჯანს ან სომხეთს… ეს ქვეყნები მუდმივად გვეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში
ცხადია, ქოცმა მაღალჩინოსნებმა დაღამების შესახებაც იციან და სააკაშვილის მიერ ნაყიდი ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებაც, თუმცა, როგორც ამბობენ, მინისტრი გომელაური და სუს-ის თანამშრომლობი სწორედ იმ დროს, რესტორან “მარანი ჰოლში” იმყოფებოდნენ და ალბათ, არ ეცალათ…
რესტორნის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ დღეს, მათ ობიექტზე დახურული ღონისძიება იყო…
სანამ ვქეიფობთ, სანამ ელემენტარული პირობების შექმნას არ ვითხოვთ, სანამ დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარებას არ ვაიძულებთ ე.წ. მთავრობას, ადამიანები ჩვენს გულგრილობას ეწირებიან“
“ალია” დაუკავშირდა რესტორან “მარანი ჰოლს”, სადაც ასევე გვითხრეს, რომ დღეს დახურული ღონისძიება ჰქონდათ, თუმცა, არ განაცხადეს, მასპინძლობდნენ თუ არა შს მინისტრს.
სოციალურ ქსელში, კიდევ ერთი მოქალაქე, ა.წ. წერს:
“მგონი მცხეთაში ეყარნენ, მარანი ჰოლი სავსე იყო ამათი ჯიპებით. გარეთ სუსი იდგა.”
კომენტარები