სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტს ეუბნება:
“თქვენი ტელევიზია მთელი დღის განმავლობაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ მოსახლეობას, თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შეგვიძენია. ასეთ ტყუილებზე ასეტ დროს მაინც შეიკავეთ თავი. ან გაქვთ პრობლემა სერიოზული გაგების, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ – 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის,“ – ამბობს პრემიერი.
როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილს ეწყინა მისთვის იმ განცხადების შეხსენება, სადაც ერთი წლის წინ პრემიერი აანონსებდა, რომ სუპერ პუმებს გაყიდდა და სამ ვერტმფრენს შეიძენდა, ფაქტია, ამ დროისათვის, ეს სამი ვერტმფრენი ქვეყანას არ ჰყავს.
კომენტარები