აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, LABOR –ის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე:
1. ფოტოზე ვერტმფრენიდან გამოშვერილი ხელებით თემურ მღებრიშვილია, საგანგებო სიტუაციაების მართვის სააგენტოს დირექტორი, რომელიც მოქალაქეს “ვითომ” ვერტმფრენში ასვლაში ეხმარება. რეალურად “დაკატაობს” და მაშველებს საქმინობის განხორციელებაში ხელს უშლის. რომ არა ის, ვერტმფრენში ერთი ადმიანის მეტით ევაკუაცია შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ის ხომ კამერის ობიექტივში გამოჩნდა? შესაბამისად საზოგადოებამ გაიგო როგორ ეხმარება რიგით მოქალაქეებს. შენ შენი გააკეთე თემურ გიცნეს, დაგინახეს ახლობლები დაგაფასებენ და თავს უფრო მაღლა ასწევ.
ახლა კი მეორედ სამაშველო ვერტმფრენში აღარ ახვიდე, რადგან ზედმეტი ხარ.
სტიქიის შემდგომი სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებისას შენს მიერ არაკომპეტენტური ბრძანებების გაცემაც საკმარისი იქნება მაშველებისთვის, მაგალითად ის რომ მინისტრი მოდის, ან ჟურნალისტები იღებენ რამე აკეთეთ და კიდევ რა ჩამოთვლის….
2. ფოტოზე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა, რომელმაც დაინახა რომ ჟურნალისტები უღებდნენ, ტრაქტორზე აძვრა და კაციშვილმა არ იცის იქ რას აკეთებს, სავარაუდოდ არც თვითონ იცის, მაგრამ ხომ ჩანს რომ აკეთებს?
3. ფოტოზე ვიღაცეები არიან შეკრებილები სავარაუდოდ სტიქიის საევაკუაციო-სალიკვიდაციო შტაბი. სახეებზე ეტყობათ რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, თუმცა დარწმუნებული ვარ მათმა უმრავლესობამ რუკის ცნობაც არ იცის.
4. მეოთხე ფოტოზე მაშველები არიან, რომლებიც იმ აღჭურვილობით მუშაობენ რაც მისცეს და რაც გააჩნიათ.
5. ფოტო აღარ დავდე რადგან ზედმეტი იქნებოდა, თუმცა აღვწერ… სავარუდოდ ეს ის ფოტო იქნებოდა მთის ამბები / mtisambebi.ge ჟურნალისტ გელა მთივლიშვილი-ს ცელოფნიანი ფეხსაცმელებით სუფთად გამოწყობილი, პარტაქტივი რომ დაესია. ძველბიჭური ლექსიკით კისრის ოდნავ წინ წამოწევით პარტიის ლიდერების რეჩებს რომ იმეორებდნენ ფარჩაკი ხარ, არ ხარ შენ ქართველიო.
საზოგადოებამ რაც არ უნდა გითანაგრძნოთ ხმა ამოიღეთ მაშველებმა თქვენს გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთ
მარტო იმის თქმა, ისიც ერთმანეთთან როგორი არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობა არ არის საკმარისი.
თქვენ გმირები ხართ, თუმცა სიჩუმე ღუპავს ხალხს და გღუპავთ თქვენ
კომენტარები