ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
მადლობა ამ ბიჭებს.
არსებობს მიწისქვეშა სკანერი დანადგარები, რომლებსაც ადამიანის სხეულის აღმოჩენა მიწის სიღრმეში შეუძლიათ. ამას არქეოლოგები იყენებენ სამარხების ძებნისას.
ლესტერში რიჩარდ მესამის ნეშტს გადაასფალტებული ნიადაგის ქვეშ მიაგნეს, ავტოპარკინგზე.
ხალხს რომ სარების ჩარჭობით აძებნინებენ, ეს რა პალეოლითია?!
გავიგე რომ, სამწუხაროდ, არც მიწის სკანერები გვაქვს, მაგრამ შეიძლება ყიდვა (მერე არქეოლოგები გამოიყენებენ, დიდგორის ველიც შეუსწავლელია, მარტყოფისაც და სხვა) ან ვინათხოვროთ.
ყველაზე საბაზისო და პრიმიტიული ტექნიკის იქით რა გვაქვს? ესკავატორები, ბულდოზერები, მი-8-ები, თოკები, პალოები და მოტივირებული მაშველები, რომელთაც ბევრად მეტი სჭირდებათ.
ეს კითხვები უნდა ისმოდეს ხმამაღლა და არა კონსპირაციული თეორიები და ბოდვა, რომელსაც მერე უკან შემოგვიტრიალებენ და ამ გზით არსებით საკითხებზე საუბარსაც თავს აარიდებენ.
პ.ს. ახლა იმედზე გადავრთე და არაფერს საუბრობენ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. იღვრება დეზინფორმაცია.
ამათ მეტი არაფერი უნდათ, ოღონდ პოლიტიკური პრობლემა არ შეექმნათ და რა სკანერი, რის სამაშველო ვერტმფრენი…
კომენტარები