ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორც მივხვდი, “კრიზისის დაძლევისას” ხელისუფლება აქცენტს აკეთებს მხოლოდ მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე, დაბალ და საშუალო შემოსავლიან მოქალაქეებს კი, ჩვეულად,დისკრიმინაციულად უდგება, სულ ცოტა, სამოქალაქო გადაზიდვების ნაწილში – ავტომობილები და ტაქსები იქნება დაშვებული, მაგრამ პრემიერის “გეგმაში” საერთოდ არაა საუბარი როგორც ადგილობრივ, ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლის ფორმასა და პერსპექტივებზე.
ანუ, უფულო მოქალაქეებო, გადმოგიგდებთ 1-2 თეთრს, ისიც გაუგებარია, ვისო და ხმა ჩაკმინდეთ, თქვენი არსებობა არ გაგვაგებინოთო – ხელისუფლებამ.
ეგრე გამოდის, ხომ?
პ.ს. ბოლოს გახარიამ განსხვავებული სასმისი არ აიღო ხელში და არ დალია საქართველოს მოქალაქეების მოგონება-შესანდობარი?”
კომენტარები