“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ღმერთს ვთხოვ გადაარჩინოს ყველა დაკარგული.
ახლა ნამდვილად არ არი ამის დრო, თუმცა დუმილიც არ შემიძლია. გუშინ ტელეკომპანია იმედის და პოსტვის ეთერებიდან კრემლისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტ ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო.
არასდროს მყოლია ვერტმფრენი და მომხდარი ტრაგედიით მგლოვიარე საზოგადოების ემოციებით მანიპულირება არის უკიდურესად მდაბიო და უღირსი საქციელი. აქვე, რუს პროპაგანდისტ ნიკოლეიშვილს ვურჩევ მოიკითხოს ვერტმფრენები ქართული ოცნების კორუმპირებულ მთავრობაში”, – წერს კობა ნაყოფია.
“რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს?”– ვის მიმართავს ნიკოლეიშვილი
კომენტარები