შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
“დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს – მისი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ამოიცნო მისი ცხედარი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს”, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთაგან 7-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
კომენტარები