ვის უნდა გაეთვალა რისკები და ვისი გულგრილობის შედეგია რაჭაში დატრიალებული ტრაგედია – სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ქვა, ღორღი, ხეები და ტალახი რითაც შოვი დაიფარა, მინიმუმ 36 საათის ნაგროვები წყლის წამოღებულია. ეს წინასწარი დასკვნა გეოლოგებმა დადეს.
ირკვევა, რომ ტრაგედიამდე რვა დღით ადრე, სატელიტურ ჩანაწერებში ცვლილებების მთელი ჯაჭვი ჩანდა. მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი ჯერ კიდევ 27 ივლისს დაწყებულა.
ამ პროგრამაზე წვდომა სახელმწიფო უწყებებს აქვთ. სპეციალისტების თქმით, ეს სისტემა რომ გაეხსნათ და სატელიტური სურათები შეესწავლათ ზარალის მინიმალიზება მოხდებოდა. ანუ კონკრეტულ პირებს გულგრილობა და დაუდევრობა რომ არ გამოეჩინათ ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების ევაკუაცია სტიქიურ უბედურებამდე სულ მცირე 36 საათით ადრე შეიძლებოდა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები