ნინი ნიკურაძე, სოციალურ გვერდზე “ინფო რუსთავი” აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მეგობრებო ვინც იცით ეს რა სურათია ყველა მიხვდებით ალბათ
ანუ გუშინ ამ სურათის გამო თქვენი და რუსთავის უსუსური ჩინოვნიკების დახმარებით, რუსთავის აზოტმა სამსახურიდან გაათავისუფლა 2 ადამიანი, ახალგაზრდა კაცი 2 შვილის მამა და შუახნის ინვალიდი კაცი ასევე 2 მცირეწლოვანი შვილის მამა
გილოცავთ მეგობრებო ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ვისაც ამ ბინძურ საქმეში სულ პატარა წვლილი მაინც მიგიძღვით
მოდით ახლა ერთად ვიფიქროთ ამ კარანტინისა და “ალესილი მახათის” დროში კიდევ რამდენი ოჯახი გავაუბედუროთ, რომ ბევრი თუ არა ცოტა სიამოვნება მაინც მოვგვაროთ ჩვენს დამძიმებულ სულებს!!!!!”
როგორც “ალიამ” გაარკვია, გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი უსაფრთხოებაზე. როგორც გვიყვებიან, დაღლილი მუშახელი არ დაელოდა ახალ ტრანსპორტს და ისარგებლა იმ ტრანსპორტით, რომელიც უკვე იყო გადავსებული.
უნდა დაელოდოს თუ არა დაღლილი მუშახელი ტრანსპორტს და უნდა იყოს თუ არა მობილიზებული ტრანსპორტი დაღლილი ადამიანებისთვის სრულად – ამ საკითხზე იმედია, შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ.
და მაინც, ისევ შერჩევითი სამართალი – პარლამენტარებს შეუძლიათ არ დაიცვან დისტანცია, თანამდებობის პირებს შეუძლიათ მძღოლის გვერდით დასხდნენ, ისე, რომ არც განმარტონ, რა აუცილებლობითაა ეს ქცევა განპირობებული, მაგრამ შესაძლოა სამსახურიდან გავუშვათ ორი ადამიანი, რომელმაც ვერ შეაჩერა დაღლილი ადამიანების ჰგუფი.
ალბათ, მარნეულის პოლიციიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტებიდანაც გათავისუფლდებიან ადამიანები? მათაც ხომ ვერ შეაკავეს დაღლილი და გაბრაზებული ხალხი?
ზოგის პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობაა და ზოგის – არა? – უცნაურია!
ალია
კომენტარები