ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ადამიანებს ძალიან უყვართ გმირები.
ხალხი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სხვების გადასარჩენად გაწირეს.
როგორ ფიქრობთ, პროცენტულად სად უფრო მეტი გმირია, სად უფრო ხშირად ლაპარაკობენ გმირებზე, ევროპაში ან ამერიკაში, თუ საქართველოში ან მაგალითად უკრაინაში?
სწორად გამოიცანით: საქართველოში და უკრაინაში.
ქართველ გულში მჯიღის მრტყმეველს რომ ჰკითხო, იმიტომ, რომ ევროპაში ადამიანობა დაკარგეს და აქ ერთმანეთის მიმართ მეტი ემპათია გვაქვს.
სინამდვილეში კი, კონკრეტული ინდივიდების გმირობა საჭიროა იქ, სადაც სისტემა არ მუშაობს.
ნორმალური ქვეყნების მთელი ძალისხმევა მიმართულია იქეთ, რომ სისტემა იყოს გამართული, მუშაობდეს სწორად, პროფესიონალურად, რისკები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული და კონკრეტულ ადამიანებს გმირობა არ სჭირდებოდეთ.
მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების დროს, რატომ გახდა ამდენი ადამიანის გმირული ძალისხმევა საჭირო შეტევის გასაჩერებლად?
იმიტომ, რომ 30 წელი, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მიზანი საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება კი არა, სსრკ-დან შემორჩენილი აურაცხელი შეიარაღების გაყიდვა და იმ ფულით აგარაკების აშენება იყო. ხოლო ჯარი მხოლოდ ფურცელზე ჰყავდათ.
ასე რომ, აქაც, როცა მაშველების გმირობაზე ვსაუბრობთ, იქვე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებს გმირობა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დიდი რისკის ქვეშ დაყენება იმიტომ დასჭირდათ, რომ იმ ხალხმა, ვისი პასუხისმგელობაც სამაშველო სამსახურის გამართვა და პროფესიონალურად აწყობა იყო, ამის გაკეთების ნაცვლად, უკრაინელი ჩინოვნიკივით, საკუთარი აგარაკების მოწყობა არჩიეს.
გახსოვდეთ, თუ სადმე ვიღაცის გმირობის შესახებ გაიგეთ, ესე იგი, ვიღაცამ, ვისი პასუხისმგებლობაც მსგავსი სიტუაციის არდაშვება იყო, საკუთარ საქმეში ჩაა^%ვა!
მეტი პროფესიონალი=ნაკლებ გმირს, ნაკლებ ტრაგედიასა და ნაკლებ მსხვერპლს.
აქსიომაა ეს!
ამიტომ, გმირები არ გვჭირდება. პროფესიონალები გვჭირდება!”
კომენტარები