ქართული სამთავრობო დელეგაცია კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ადრესატი. უმწვავესი კითხვების მოსმენა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მოუწიათ. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა და შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე – სწორედ ეს თემები აინტერესებდათ ევროპარლამენტარებს, რომელთა გზავნილები მმართველი გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მწვავე აღმოჩნდა.
სანდრა კალიენტე:
“თქვენ ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა პოლიტიზირებული იყო. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია ქუჩაში ათობით ათასი ადამიანის გამოყვანა. არსებობს მეტად საფუძვლიანი მიზეზი. თქვენი თქმით საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იგივე კვლევებში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქართველი ხალხის აზრით ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს. თუ შევადარებთ უკრაინას, ის მაინც გამუდმებით ინიცირებას დემოკრატიულ რეფორმებს. ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით შეგესრულებინათ დაპირება და გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე, არ მეტყველებს საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები, რომ ბევრი ოპოზიციის ლიდერი დროს ციხეში გაატარებს, რთული მისაღებია, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 5 წლიანი სიჩუმის შემდეგ”
რასა იუნკიავიჩენე:
“ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის. ეს იქნება დემოკრატიის ტესტი და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით. არსებობს შეშფოთება ჩააბარებს თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. როცა არსებობს თავდასხმა ოპოზიციაზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ეს არ გეხმარებათ იპოვოთ მეტი მხარდამჭერი ევროპარლამენტში და ესაა ის, რაც მინდა გადავცე მათ შორის ბიძინა ივანიშვილის”
წყარო: “ფორმულა”.
კომენტარები