საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მედიის საშვებს იყენებს.
„სპეციალურად ამოვიღე – ყველაზე დიდი რაოდენობა საშვების მედიას გაქვთ.
ასობით კი არა, ათასობით.
ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა ეს ყველაფერი Live-ების დასადებად გამოიყენა“,- განაცხადა გახარიამ.
ვინ არის პოლიტკოსი, ვინც მედიის წარმომადგენლის საშვით გადაადგილდება? ეს პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში საკუთარ „ფეისბუქზე“ live-ჩართვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა.
პრაიმტაიმი
“ალია” ესაუბრა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც უარჰყო ჟურნალისტის, ან ზოგადად საშვის არსებობა და მის კომენტარს უახლოეს მომავალში სრულად შემოგთავაზებთ
კომენტარები