ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
„ხშირად ვხედავ აქ კარგი ადამიანების წუხილს “ტრაგედიის დროს მაინც გავერთიანდეთ, ხალხო, რა გვჭირს!!!”
ხოდა ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ – არაფერი არ გვჭირს. გადასარევადაა ხალხი გაერთიანებული, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, მთელი რაჭა ფეხზე დგას პირველი წუთიდან, მაშველების მისვლამდე ადგილობრივები გაჩნდნენ იქ, რაჭის გარედანაც ვინ თავის დრონით მირბოდა მისახმარებლად და ვინ რითი და რათქმაუნდა, არავის აზრადაც არ მოსვლია, ვინმესთვის ეკითხა, აბა მიშა დაიფიცე ან ბიძინაო. ფბ-ში რაც ხდება, ამას პარტაქტივები და ტროლები ქმნიან, სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იცნობენ ხალხს. ერთმანეთის მეტი არაფერი აინტერესებთ და რანაირად გაიცნობდნენ. ამ ბობოქარ შეყვარებულებს ადამიანები დიდი ხანია გამოვრჩით. თქვენ მოგიტ… სქრინები და ერთმანეთი“
კომენტარები