დღეს პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა. რას ფიქრობს ოპოზიცია ამ გეგმაზე? -“ალიას” ესაუბრება “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
-ის რაც წარმოადგინა დღეს მთავრობამ – საარჩევნო გეგმა იყო რეალურად, არანაირი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა ეს არ არის, ეს არის პირიქით გაწელვა და ყველაფერი გრძელდება 1 ნოემბრამდე, თუ დააკვირდით, (თავისი 6 თვიანი პროგრამიანად) – რატომ? იმიტომ რომ ოქტომბერში არის არჩევნები და „ქართული ოცნება“ თავისი გახარიათი ცდილობს ამ პროცესის გამოყენებას არჩევნებისთვის.
დღეს გაირკვა რატომ არ აკეთებენ მასობრივ ტესტირებას, რასაც მე 13 მარტიდან ვითხოვ და რა არ დამაბრალეს ამის გამო- იმიტომ რომ გააგრძელონ კარანტინი და შეზღუდვები. 2 თვე ხომ გაწელეს და არ დაიწყეს მასობრივი ტესტირება და ახლა კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივეს, სადმე იყო მთელ ამ გეგმაში საუბარი მასობრივ ტესტირებაზე? არადა, თავად ამბობენ, მასობრივი ტესტირების გარეშე, არ მოიხსნება საგანგებო მდგომარეობაო.
–თუ შეამჩნიეთ – არსად ამ გეგმაში ნახსენები არ არის კონმენდანტის საათის მოხსნა, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა – რატომ?
-ხო, იმიტომ რომ მისი სტრატეგია არის შემდეგი – გაგვირთულა მანქანების შეზღუდვით მდგომარეობა და ახლა ორშაბათისთვის რომ მოიხსნება ეს შეზღუდვა – ფიქრობს რომ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. კომენდანტის საათს თუ მოხსნის ორ თვეში – ჰგონია, რომ ჩვენ მაგითიც ბედნიერები ვიქნებით. ამიტომ, ეს არ უნდა შევარჩინოთ. ეს ყველაფერი უკავშირდება ოქტომბრის არჩევნებს. 2 თვეში 4 მილიარდი ლარით გაღარიბდა საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ხალხი – ამაზე პასუხისმგებელი არის გახარია და მთელი მისი შანტრაბა. 24 მარტს გავუგზავნე გეგმა, ტერმინოლოგიაში ეტყობა ხოლმე რომ კითხულობს ჩემს დოკუმენტაციას, მაგრამ მერე აკეთებს ყველაფერს მაინც საპირისპიროდ. 24 მარტს რომ დაეწყო მასობრივი ტესტირება საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა ახლა დასრულებული
–ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე იძულებული გახდება, მოხსნას საგანგებო მდგომარეობა – ხომ ასეა?
-არჩევნებამდე 60 დღით ადრე მოხსნის საგანგებო მდგომარეობას და გეტყვის რომ შეზღუდულია ხალხთან შეხვედრა და საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებ.
-ეგ უკვე თქვა…
-კი და ეს ძალიან დიდ ტალღას გამოიწვევს, ასე მარტივად არ ჩაივლის ეს პროცესი, 200-200 ლარის გადაგდებით თვის მანძილზე ვერ გააჩერებს მოსახლეობას- 200 ლარით როგორ გამოკვებავს ადამიანი ოჯახს?…
–ბევრს არც 200 ლარი შეხვდება და არც 100 – გაწერილია ვის შეიძლება დაეხმარნონ…
-მაქსიმუმ 300 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი, როგორც თავად თქვა ეს 200 ლარიანი დახმარება. მეორე – 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას (იგულისხმება დახმარება თვითდასაქმებულთათვის) – აგერ თქვენ ნახავთ, რომ მარტო “ქართული ოცნების” აქტივისტები მიიღებენ, ადგილობრივი თვითმმართველობები ხო აქამდეც ასე ანაწილებდნენ ერთჯერად დახმარებებს. ვინც მათი მხარდამჭერია, მარტო მათ ეხმარებოდნენ.
ეს პროცესი დიდ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს – მაგრამ, რადგანაც განათლების ნაკლებობა აქვთ, ამას წინასწარ ვერ ხედავენ – მხოლოდ და მხოლოდ იმ მილიონ ხმაზე ფიქრობენ, რომელიც სჭირდებათ არჩევნების დღეს.
კომენტარები