პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე:
“ტრაგედიის შემდეგ, დღეს პირველად ამოვედი შოვში და ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ: რა თქმა უნდა ყველას გვესმის და ვიზიარებთ, როდესაც ასეთი უბედურება ხდება, თუმცა თბილისიდან, ბათუმიდან ქუთაისიდან და პარიზიდან ყველაფერი მაინც სხვანაირად ჩანს… ჯერ კიდევ არნაპოვნი ადამიანების, ჭირისუფლების უიმედო თვალების და გმირი მაშველების დაუღალავი შრომით ნანერვიულები სახეების ფონზე არსებული განცდა ამ რეალობას სხვა თვალით დაგვანახებდა და კლავიატურაზე ყველანაირ აგრესიულ კაკუნს, დამოუკიდებელ ექსპერტობას დაგვავიწყებდა… თუ რა თქმა უნდა კიდევ რამე შეგვრჩენია…
რა სამარცხვინოები გავხდით, ჩასაფრებულები, საკუთარი წარმოჩენის მიზნით – მომენტს გამოკიდებული ჰაიპის მაძიებლები, სულ ერთია ჭირია თუ ლხინი, თან რაც უფრო უზრუნველად ვართ, მით უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი სისაძაგლის წერა…
დღეს ონში მამა ნოე გავიცანი, რომელმაც დამაფიქრებელი ფრაზა გააჟღერა: ,,სიხარულს შური მოსდევს და ადამიანებს ხშირად ამიტომ უჭირთ გაერთიანება, მაგრამ ჭირში შური არაა”… ის მაინც გვქონდა აქამდე, (ამის ბოლო მაგალითი 2015 წლის 13 ივნისია) რომ ჭირი გვაერთიანებდა… ეს სადღა წავიდა? ალბათ დავკარგეთ… ადამიანობასთან ერთად….”
კომენტარები