თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
იმიტომ რომ ჩინურია ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია და არ უნდა ვიცოდეთ, თუმცა გააჩნია რა ჩინურ კომპანიაზე ვსაუბრობთ. ოთხივე ჩინური კომპანია, რომელიც მუშაობს რიკოთის უღელტეხილზე, საეჭვო რეპუტაციის არის, სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციაშია გახვეული. პრაქტიკულადმ არსად სამუშაოები დასრულებული არ აქვს და ძალიან ბევრ წელზე ვლაპარაკობთ. ასევე სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების, იქნება ეს მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი, თუ ევროკავშირისა და აშშ-ს კომერციული დეპარტამენტის მიერ შავ სიაში შეყვანილი. ოთხივე შემთხვევაში ჩვენ მთავრობას გავუგზავნეთ სანამ კონტრაქტის მინიჭება მოხდებოდა, ამ ჩინური კომპანიების შესახებ სრული ანალიზი სრული კვლევები. მთელი იდეა, რატომ მიანიჭეს ამ კომპანიას, იაფი იყო და სწრაფად უნდა გაეკეთებინათ, ეს ორივე კომპონენტი დღეს უკვე აღარ არსებობს. იმიტომ რომ დროში გაწელილია და იმიტომ რომდროში გაწელილია და პრობლემების ზღვა აღმოჩნდა. გაცილებით უფრო ძვირი ჯდება”. – ამბობს თინა ხიდაშელი.
კომენტარები