ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი შინდისის ბრძოლიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ “რუსული ოცნება” მსოფლიოს აღქმაში ქართველი ხალხის იმიჯს ანადგურებს!
“შინდისის და საქართველოს ყველა დროის გმირები ვერ ისვენებენ საფლავებში, მონური, რუსეთის წინაშე გართხმული ხელისუფლების გამო. „რუსული ოცნება“ ანადგურებს ქართველების, როგორც ვაჟკაცი, ამაყი, მეომარი, თავისუფლებისმოყვარე, სამშობლოსთვის თავდადებული ხალხის იმიჯს.
ნაცვლად ამისა, მთელ მსოფლიოში ნერგავენ, რომ ქართველები მათნაირი მონები არიან. ეს არის დიდი დანაკარგი ჩვენი ამაყი ერისთვის და მომავალ თაობებს დიდი დრო დასჭირდებათ, რომ მსოფლიოს აღქმაში ეს შელახული იმიჯი დავიბრუნოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
კომენტარები