შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია – განაცხადა ქარსელაძემ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
კომენტარები