ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ცხელი ამბები რადას კულუარებიდან
მოკლეეედ, სააკა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ზელენსკის დაჰპირებია 5,5 მილიარდს შემოვიტან უკრაინაში თუ ვიცე პრემიერად დამნიშნავოო! ისიც უთქვამს 1 მილიარდს ილხამ გეიდაროვიჩი მაძლევსო!
ზელენსკის მოუწვევია ყველა უწყების ხელმძღვანელი პირები და ეს ინფორმაცია მათთვისაც მიუწოდებია… წამომხტარა უკრაინის შ.ს.ს მინისტრი ავაქოვი და ,,აბა გაბედეთ და დანიშნეთ, ყველას დაგიჭერთ, ყველაზე მაქვს უტყუარი კომპრომატები, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეებად ვაქცევო!”
რადას დეპუტატებთანაც იყო სამუშაო შეხვედრა ამ თემაზე, სადაც 2 მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო აზრი, მაგრამ ავაქოვის ,,კლანის დეპუტატებმა,, ამ შეხვედრაზდეც სძლიეს სააკას მომხრე ჯგუფს და მეტიც, რამდენიმე დეპუტატისთვის მათი ,,ლევი,, საქმიანობის ეპიზოდებიც შეუხსენებიათ….
კრება დარჩა მხიარული, იმიტომ რომ სააკას მომხრეებმა ჩაიკუკეს ცუდი, მათთვის არასახარბიელო სცენარის მოლოდინში და მისი მომხრეების ხმათა რაოდენობაც აქედან გამომდინარე გახდა სავალალო…
მთელი ეს პერიოდი, ავაქოვის ,,ბიჭები,, დეპუტატებს აცნობდნენ იმ კომპრომატებს, რომელთა გამოც კანონით მოუწევდათ პასუხისგება….
რაც შეეხება ზელენსკის….
ის საერთოდ არ დასწრებია დღევანდელ თავყრილობას
ძიაკუიუ ყურადღებისთვის
ალახანს ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ დეტალური ინფო მომაწოდა ასევე, რა მოვლენები განვითარდა სხდომის შემდეგ
1 დეპუტატების დიდი ნაწილი, უკმაყოფილო და აღშფოთებულია ზელენსკის ინიციატივის გამო, რომ მან საერთოდ განხილვაზე შემოიტანა კრიმინალი სააკაშვილის კანდიდატურა!
2 დეპუტატები მოითხოვენ სააკაშვილმა ჯერ პროკურატურას და სასამართლოს გასცეს პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს
3 დეპუტატების არცთუ მცირე ნაწილი მოითხოვს სააკაშვილის დაპატიმრებას 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც უდანაშაულო ადმიანები დახვრიტეს!
აგრეთვე მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის ფაქტების ძირეულ გამოძიებას და პრემიერის სავარძლის ნაცვლად, ციხის საკანში ,,ნარზე,, დაბრძანებას!
მოკლედ დიიიდი ამბები ყოფილა, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა, გინება და მუქარა..”
კომენტარები