ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“რა ღამის ფრენის საშუალებები აქვთ? ინდივიდუალური ღამის ხედვის ხელსაწყოები, რომელიც პილოტს შეუძლიათ გაუკეთონ, ღამე რომ დაინახოს?
ღამით ფრენას სჭირდება არა პილოტის თავზე დამაგრებული ღამის ხედვის ხელსაწყო, არამედ შესაბამისი ვერტმფრენი, რომელიც აღჭურვილი იქნება ღამით ფრენისთვის საჭირო ყველა აპარატურით. სასაზღვრო დეპარტამენტის მი8 ნამდვილად არაა ასეთი ვერტმფრენი.
ღამით ფრენას ასევე სჭირდება შესაბამისად მომზადებული პილოტი, რომელსაც აქვს ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში (მაგალითად ნისლი) არა ვიზუალურად, არამედ ე.წ. პრიბორებით ფრენის სერთიფიკატი.
არასერტიფიცირებული პილოტის მსგავს დავალებაზე გაშვება არის მკვლელობის ტოლფასი (კობი ბრაიანტი შეეწირა სწორედ მსგავსი პილოტის ნისლში შეფრენას).
რამდენ ვერტმფრენის პილოტს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოში და კონკრეტულად რომელ საფრენ აპარატზე?
რომც ჰქონდეს ვინმეს, რა აზრი აქვს, როცა შესაბამისი საფრენი საშუალება არაა? ვერტმფრენი მანქანა არაა, ერთზე ფრენა ისწავლო და მერე ყველა ტიპის აპარატზე დაჯდე, გადამზადების გარეშე.
ასე რომ, გომელაური არის ჩვეულებრივი ორლარიანი მატყუარა!
თან უნიჭო მატყუარა, ყველა სიკეთესთან ერთად.”
კომენტარები