“ალიას” დაუკავშირდა მადლიერი პაციენტის შვილი – მაკა არახამია, რომელმაც გაგვიზიარა გამოცდილება „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარებულ მკურნალობაზე და გვთხოვა, ჩვენი მკითხველისთვისაც მოგვეყოლა მათი ისტორია. ასევე, მიგვეცა საშუალება, აღნიშნული ჰოსპიტლის მიმართ, მადლიერება გამოეხატათ:
„დედა სამეგრელოში ცხოვრობს. ერთ დღეს შეუძლოდ გახდა, ჰქონდა მაღალი წნევა და გონებაც დაკარგა. მივმართეთ ადგილობრივ კლინიკას. კლინიკის გადაუდებელი დახმარების მიმღებში მისი მდგომარეობა გართულდა, ჰქონდა პირღებინება და მალევე, უკანა ტანიდან სისხლდენა დაეწყო. კლინიკაში ვერ დაადგინეს სისხლდენის გამომწვევი მიზეზი. ცხადია, ასეთ კლინიკაში ვერ დავტოვებდი სამკურნალოდ და წამოვიყვანე თბილისში.
თბილისში, მივმართეთ „ნიუ ჰოსპიტალსს“. სწრაფად დადგინდა, რომ საქმე, ნაწლავურ ინფექციასთან გვქონდა. პროცესში მყისიერად ჩაერთო ყველა საჭირო მიმართულების სპეციალისტი, თერაპევტი – ნინო ქანთარია, ზოგადი ქირურგი – ცირა გოგია, ექიმი – ანა ჯაპავა, მორიგე ექიმი – თეა გაბელაია და საერთო ძალისხმევით, 88 წლის დედა, ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანეს, გამომიჯანმრთელეს.
დედამ მთხოვა, ჩვენი ისტორია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გამეზიარებინა, რომ ყველამ იცოდეს ჰოსპიტალის შესახებ, რომელმაც მისცა სიცოცხლის გაგრძელების საშუალება, ყველამ იცოდეს მათი ყურადღებიანი, მზრუნველი და რაც მთავარია, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამედიცინო პერსონალის შესახებ.
არ უნდა გამომრჩეს გასტროენტეროლოგი ნინო ბაჩიაშვილი, რომლის დანიშნულებამაც ძალიან მალე მოგვცა შედეგი, ასევე, რევმატოლოგი – ია დემურიშვილი, რომელსაც ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ მივაკითხეთ, რადგან დედას ამ პრობლემამაც მაშინ იჩინა თავი.
ზოგადად, იშვიათია სამედიცინო დაწესებულება, სადაც ყველა პროფილის ექიმი ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, შეგიძლია თითოეულ მათგანს ენდო, სადაც ყველა დაავადებას ასე პროფესიონალურად ებრძვიან, სადაც ადამიანი – პაციენტია მთავარი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იყო ერთ სივრცეში აღმომეჩინა ასეთი მცოდნე და კარგი ქირურგი, გასტროენტეროლოგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და რევმატოლოგი. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ ჰოსპიტალში მოვხვდით.
ამ ისტორიას გიზიარებთ იმიტომ, რომ არ მინდა სხვა ადამიანებიც გამართლების იმედად იყვნენ. როგორც ამბობენ, ცოდნა იარაღია, ვინც ინფორმაციას ფლობს, ის შეიარაღებულია და ღმერთმა მოგცეთ ისეთი ჯანმრთელობა, რომ მკურნალობა საერთოდ არ დაგჭირდეთ, მაგრამ თუ დაგჭირდათ, უნდა იცოდეთ, რომელ ჰოსპიტალს მიმართოთ, სად დაგხვდებათ მცოდნე და ყურადღებიანი პროფესიონალები. მინდა კიდევ ერთხელ,
უდიდესი მადლობა გადავუხადო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მთელს სამედიცინო გუნდს, დედაჩემის გადარჩენისთვის.
კომენტარები