ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე:
“გუშინ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 102-მდე გაუფასურებული რუბლის დასაცავად მოულოდნელად მკვეთრად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი – 8.5%-დან 12%-მდე. რუბლიც მყისიერად გამყარდა, თუმცა, არც ისე ძლიერად, როგორც ამას ნორმალურ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთის ამგვარი ცვლილება გამოიწვევდა. დღეს რუბლი ისევ უფასურდებოდა – დოლართან კურსი 97-დან 98-მდე ავიდა და, სავარაუდოდ, ამ დღეებში ისევ 100-ს “მიუკაკუნებს”. მკვეთრად გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი კი ავტომატურად ზრდის რუსეთში სესხების ღირებულებას (მათ შორის, იპოთეკური სესხების განაკვეთებსაც), რაც ანელებს ეკონომიკას და ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას. რუსეთის ეკონომიკა სცილლასა და ჰარიბდას შორისაა – ან გაუფასურებული რუბლი და ჰიპერინფლაცია, ან ეკონომიკური სტაგნაცია. ჯერ-ჯერობით მეორე ამჯობინეს – ხალხისთვის მაინც ნაკლებად შესამჩნევია
კომენტარები