“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა:
“მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური. დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი, ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. და, ნუ, თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვითან ერთად, უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული და ეს მინდა აუცილებლად გითხრათ…
პირველ რიგში, მე მინდა განვმარტო, რაზე იყო საუბარი – ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელიძის მიერ დადებული და ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად მე დეტალურად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, რა გადაიტანა…
სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით – მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და, რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად.”
შეგახსენებთ, რომ დავით ჯელაძემ Facebook-ზე გაავრცელა ფოტო წარწერით: “ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში ებრძოდა ამ საშინელებას”. მმართველი გუნდის ლიდერმა სპეკულაცია და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
კომენტარები