აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ აზოვის მებრძოლებს ”საიმედოდ უკავიათ დაკავებული მონაკვეთი და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ”.
შეგახსენებთ, აზოვის პოლკი ორი თვის განმავლობაში უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა აზოვსტალში, ალყაში იყო მოქცეული. მაისის შუა რიცხვებში აზოვსტალის მცველებმა მეთაურების ბრძანების შემდეგ საწარმოს ტერიტორია დატოვეს და ტყვედ ჩაბარდნენ.
2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაბრუნდნენ თურქეთიდან. ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებდა, რომ შეთანხმების თანახმად, თურქეთიდან აზოვის მებრძოლები უკრაინაში არ უნდა დაბრუნებულიყვნენ ომის დასრულებამდე.
კომენტარები