მთავარი არხის ინფორმაციით, ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხამისკურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. სადისტრიბუციო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს.
სენაკი-ზუგდიდის მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, პოლიცია და სამაშველო სამსახური.
დაშავებულია 14 პირი, მათგან 10-ს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები