„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, განაცხადა:
“რა დამაძინებდა, ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე, ღამე დაიძინეს, ხალხი იყო ტალახში ჩაფლობილი, ჩვენებებია თვითმხილველების ხმები ესმოდათ შენობებიდან, წავიდნენ და დაიძინეს, მიატოვეს ხალხი.
სამაშველო ოპერაციის შეწყვეტა სტიქიის ღამეს, ეს უკვე უზარმაზარი დანაშაულია, ადამიანების ბედის ანაბარა დატოვება. ხომ თქვეს, რომ სამაშველო ვერტმფრენებს იყიდდნენ, ხომ გამოუცხადეს სუპერ პუმებს ბრძოლა, ეს დანაშაული არ არის?
თავისთვის ახალ მანქანებს რომ ყიდულობენ, გეკითხებით, ვერტმფრენი რატომ არ შეიძინეს. ამბროლაურში როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი არ ჩასულიყო, როგორ დაიძინა. რას ბოდავს შს მინისტრი, რა სისულელეებს საუბრობს, ყველაფერი გვქონდა და არ გამოვიყენეთო. სამხედრო შეიარაღებაში გვაქვს ამერიკული ვერტმფრენები, რატომ არ გამოიყენეს, ამერიკელების ვერტმფრენები გვიდგას, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხი გაწირეს, შეტევაზე გადავიდნენ გადარჩენილებთან. ესენი არიან გარეწრები, კორუმპირებულები, თაღლითები, მათი ამოცანაა ჯიბის გასქელება, მათთვის საქართველოს მოქალაქე, როგორც ღირებულება არ არსებობს.”
კომენტარები