საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრას გამოსამშვიდობებელი ხასიათი ჰქონდა.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.
“მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა”, – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.
კომენტარები