ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა. ინფორმციას ამის შესახებ Obozrevatel.com-ი ავრცელებს.
ისრაელის წარმოების პრეპარატის ტესტირება უკვე აშშ-შიც დაიწყეს და მან 100%-იანი ეფექტი მისცა კორონავირუსით დაავადებულითვით ყველაზე მძიმე ავადმყოფების მკურნალობისასაც კი. თავად ისრაელში ამ პრეპარატით მკურნალობამ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 7 პაციენტი გადაარჩინა. მათ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად გულისა და თირკმლის უკმარისობაც აწუხებდათ.
მედიკამენტის შემმუშავებელი კომპანია Pluristem Therapeutics-ის განცხადების თანახმად, პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას სწორედ იმ პროცესის დათრგუნვა და განეიტრალება შეუძლია, რითაც კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობა იღუპება.
კომპანია ჭკვიანი უჯრედების გამოსაყვანად პლაცენტას იყენებს და სეკრეციის მიზნით მათ პროგრამირებას ავადმყოფთა ორგანიზმის ცილოვან უჯრედებში ახდენს.
იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასამართლო, რომელმაც, შესაძლოა დაუშვას კიდეც ამ პრეპარატის აქტიური გამოყენება. შესაბამისად, რეგულატორების მხრიდან ნებართვის კვალდაკვალ, შესაძლებელი გახდება სამკურნალო პრეპარატის დიდი ოდენობით დამზადება.
კომპანიის გენერალური დირექტორის იაკი იანაის თქმით, მკურნალობა ხდება 15 მილილიტრიანი დოზებით, რომლებიც ცნობილია, როგორც პლაცენტის უჯრედი. ის შეჰყავთ უბრალო ინექციის სახით და ორგანიზმში მოხვედრის სემდეგ უჯრედები ერთგვარ ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილას წარმოქმნის.
დღემდე, Pluristem -ის ტექნოლოგია კიდურებში სისხლის ცუდი მიმოქცევის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მაგრამ კომპანიის მეცნიერებმა სწრაფად შეძლეს უჯრედის პერეფპროფილირება და ამ პრეპარატის კორონოვირუსის საწინააღმდეგოდ მიმართვა. ამ ტექნოლოგიის მიხედვით, ერთი პაციენტის პლაცენტას 20 ატასზე მეტი დაავადებულის განკურნება შეუძლია.
კომენტარები