აკადემიკოს ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს სავარაუდოდ ერთი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ კლინიკის ექიმმა-ინფექციონისტმა, ლია გოლიაძემ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა დაავადების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე და საყურადღებო მეორე კვირაა.
დღეის მონაცემებით, დადასტურებული დიაგნოზით გვყავს 26 პაციენტი, თუმცა 30-ზე მეტი პაციენტის პასუხებს ველოდებით. ერთ პაციენტთან დღეს მეორედ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი და, სავარაუდოდ, მას დღეს გავწერთ. გვყავს ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ყველაზე მძიმე და საყურადღებო გამოვლენიდან მეორე კვირაა, როცა ორმხრივი პნევმონიის სურათი ვითარდება. თუმცა ჩვენთან მყოფი ყველაზე მძიმე პაციენტი არაა დატვირთული სხვა დაავადებით, მას აქვს სუნთქვის გაძნებელის 3 დღის ისტორიის გარდა არანაირი ჩივილები არ ჰქონია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრაქტიკულად შემოყვანისთანავე ეს ახალგაზრდა კაცი სარეანიმაციო იყო“, – განაცხადა ლია გოლიაძემ.
კომენტარები