მუსიკოსი, პროდიუსერი, გიორგი გვარჯალაძე:
“ბათუმიდან სარფისკენ მიმავალი, არმისული ჭოროხის ხიდთან გალფის ბენზოგასამართი სადგურია. ღამის 3:50 ზე შევედით მე და მარიკო წყლის საყიდლად. სალაროსთან რომ მივედით, მოლარემ მთელ ხმაზე ააღრიალა რაღაცა რუსული სიმღერა (მანამდე მუსიკა არ იყო ჩართული საერთოდ, როგორც ჩანს რუსები ვეგონეთ). მეთქი, ეს რაარის? ჩვენ გვირთავ რუსულ მუსიკას? “რას ვიზავთ” – მპასუხობს მოლარე. გამორთე და აღარ ჩართო რუსული მუსიკებითქო! გუშინ ანწუხელიძის დაბადების დღე იყო და დღეს რუსულებს ურთავ რუსებს, როცა ჩვენ ვცდილობთ გავყაროთ აქედან? ეს
მუსიკა მაინც უკრავს, ითიშება-ირთვება, ეტყობა ბლუთუზი ვერ იჭერს კარგად, მაგრამ ეს გოგო არ თიშავს, თან იღიმის… Gulf Georgia ჯიგრებო, ჯგუფ #thekillers -ს 5 დღის წინ რის გამო მოე@@ნა დამსმელი საერთაშორისო დონეზე, იცით? მიაქციეთ ყურადღება რა მუსიკას რთავენ თქვენს გასამართ სადგურებზე, თორემ ჩვენ მივაქცევთ…”
კომენტარები