დღის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, სამი მათგანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. 44 პაციენტი გვყავს მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, გართულებები არც ერთს აქვს. გაგზავნილი პასუხებიდან ყველა უარყოფითია, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. დღის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს“, – განაცხადა რატიანმა
კომენტარები